მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზუგდიდის საკრებულომ დეკანოზის საცხენოსნო კლუბი 43 ათასით დააფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ დასაფინანსებლად 43 ათასი ლარი გაითვალისწინა. საცხენოსნო კლუბის მფლობელი დეკანოზი იაკობ ეხვაიაა. საკრებულომ კლუბს დაფინანსება კულტურული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გამოუყო.

ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, კერძო საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ზუგდიდში 2015 წლის 6 მაისს შეიქმნა. ის სოფელ ჭითაწყარში მდებარეობს, კლუბში 15 ცხენი ირიცხება, ჰყავთ ლათინოამერიკული და მეგრული ჯიშის ცხენებიც. დეკანოზის თქმით, საცხენოსნო კლუბის შექმნა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მისივე თქმით, საცხენოსნოს მიზანია „აღადგინოს ერთ-ერთი უძველესი, მეგრელებისა და აფხაზების ცხენებით შეჯიბრის ტრადიცია, რომელიც ამ ორი რეგიონის დამაკავშირებელ - ენგურის ხიდთან იმართებოდა“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან 400 ათას ლარს მიიღებს მართლმადიდებელი ეკლესიის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 100 ათასი ლარი ივერიის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს. 200 ათასი ლარი ხანძრისგან დაზიანებული კორცხელის დედათა მონასტრის აღდგენას მოხმარდება, 20 ათასი ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნას, 80 ათასი კისხვადასხვა პროექტებზე დაიხარჯება.

„აქვთ მონასტრის აღსადგენი ფული, მილიონები აქვთ. მორალურად მოქმედებენ ჩვენზე, ხელისუფლებაზე და იყენებენ იმ ფაქტორს, რაცეკლესიას აქვს, რაც ჩვენ გვაქვს ეკლესიისადმი. აბა, როგორ შეიძლება 400 ათასი მოსთხოვო მუნიციპალიტეტს, რომელსაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვს“, - ციტირებს „ლაივპრესი“ „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას კომენტარს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონაცემებით, 2014-2016 წლებში სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ათმა მუნიციპალიტეტმა ეკლესია 1 264 604 ლარით დააფინანსა. თანხის ძირითადი ნაწილი ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რებილიტაციასა და საეკლესიო დღესასწაულების დაფინანსებაში დაიხარჯა.

 

 

წყარო: reginfo.ge



09.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
23-07-2018
2.4417   0.0000
2.8436   0.0000
3.1813   0.0000
3.843   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 31 °C
ღამით + 20 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.