მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს
„ტოკ ტვ“ - ასე ჰქვია ახალ და საქართველოში ერთადერთ რუსულენოვან არხს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას ახალ წლამდე დაიწყებს.

 

სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოცემა "მთის ამბებთან" ამბობს, რომ ახალი არხის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობა მოხერხდა. გადამცემი ინფრასტრუქტურა „დამალას“ მთაზე, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მოეწყო და ეროვნული და რეგიონული მაუწყებლების სიგნალს იმ სოფლებშიც კი ავრცელებს, რომელშიც აქამდე ქართული არხები საერთოდ არ აჩვენებდა. სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც 2015 წლიდან, მას მერე რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ადგილობრივი ტელეკომპანიები მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო. ნინოწმინდის „ფარვანამ“ და ახალქალაქის „ატვ 12“-მა ქსელის აწყობა ვერ შეძლეს და მცირე მასშტაბით მხოლოდ საკაბელო სისტემით ახერხებდნენ მაუწყებლობას.

ორწლიანმა წყვეტამ ჯავახეთში სომხეთის და რუსეთის არხებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ეს მონაცემები მანამდეც საგანგაშო იყო: 2016 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულიკვლევის თანახმად, რუსულ არხებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის 40 %-ზე მეტი უყურებს, ასევე მაღალია სომხური არხების ყურების მაჩვენებელი, ქართული ეროვნული მაუწყებლების მაჩვენებელი კი 10%-მდეც ვერ აღწევს. რუსული არხებს შორის NTV და ORT ლიდერობს.

„ტოკ ტვ“-ის მაუწყებლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მთლიანად მოიცავს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა. ვალდებულების მიხედვით, არხმა ქართულ და რუსულ ენებზე დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათი უნდა იმაუწყებლოს.

„TOK TV-ის კონცეფცია უმეტესად რუსულენოვანი რეგიონული არხის ფორმირებას ეფუძნება, რომლის სამაუწყებლო პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგრამებით. ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი ტელეპროექტები - BBG-დან, DW-ის გასართობი და მხატვრულ შემოქმედებითი პროგრამები, პარტნიორი უკრაინული არხების გასართობი და შემეცნებითი პროგრამები, სერიალები და ფილმები, ესტონეთის რუსულენოვანი არხის პროგრამები. ასევე მოხდება ადგილობრივი წარმოების რუსულენოვანი ადაპტირებაც. ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრი, რომელიც ამ არხს ქმნის, უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს რეგიონული აუდიტორიისთვის საინტერესო პროგრამებს - აგრო სიახლეებს, სადისკუსიო გადაცემებს. დაწყებულია საბავშვო პროგრამის წარმოება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსულენოვან პროგრამასთან პარტნიორობით და ამ სტუდენტების ჩართულობით, ვფიქრობთ, ახალი ამბების დაიჯესტის მომზადებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადგილზე გაძლიერდნენ აქტორები. თუ ისინი სატელევიზიო კონტენტს მოამზადებენ, ჩვენ მათ სივრცეს დავუთმობთ“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი "მთის ამბებთან" საუბარში.

დამფუძნებლები გეგმავენ „ტოკ ტვ“-ის ეთერში ქართული ენის შესწავლის სატელევიზიო პროგრამებიც გაუშვან: „ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მთლიანად ჩავხსნით რუსულ არხებზე დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ წილ სარეველას ნამდვილად მოვთხრით. შევავიწროვებთ ამ არხებს ადგილზე. ეს არის ჩვენი ამბიცია და ამას მოვახერხებთ“.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 38 895 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 16 462 ადიგენში, 10 372 ასპინძაში, 45 070 ახალქალაქში, 25 214 ბორჯომში და 24 491 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 81 089 ადამიანი ეთნიკური სომეხია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 57 610 ადამიანი არ ფლობს ქართულ ენას.



12.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
23-04-2018
2.4402   0.0000
3.0017   0.0000
3.4343   0.0000
3.9729   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 20 °C
ღამით + 8 °C + 7 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.