მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზურაბ პატარაძემ სოფელ კაპრეშუმში ახალი საჯარო სკოლა გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ადგილზე შეკრებილ ყველა მოსწავლესა და პედაგოგს ზურაბ პატარაძემ ახალი, თანამედროვე სკოლის გახსნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კაპრეშუმში აშენდა 300 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შიდა სპორტული დარბაზით. სკოლაში მოეწყო სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ამ ეტაპზე სკოლაში სწავლობს 98 მოსწავლე და დასაქმებულია 22 პედაგოგი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კაპრეშუმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ლადამ’’ შეასრულა. სამუშაოების ღირებულებამ 911 002 ლარი შეადგინა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის ახალი სკოლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2017 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მოათავსეს.

,,ახალი წელი ახალ სკოლაში - კაპრეშუმში. დაახლოებით ერთი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ახალი სკოლის მშენებლობას. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა იქცა საქმედ და ჩვენ მივიღეთ თანამედროვე ტიპის ახალი სკოლა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლა არის სრულად ადაპტირებული, არის მოწესრიგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ინვენტარით. 911 000 ლარი დაიხარჯა ამ სკოლის მშენებლობაში და დღეს, უკვე ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ, ყველანი კმაყოფილები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია და განვითარების გეგმა არის ახალგაზრდა თაობა, ახალი სკოლების მშენებლობა მათ შორის. 2018 წელს 39 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა არის დაგეგმილი. ჯამში, 10 მლნ ლარამდე დაიხარჯება ამ მიმართულებით“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. 


 


ბათუმელები
16.01.2018
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
22-05-2018
2.4365   -0.0058
2.8641   -0.0132
3.2661   -0.0264
3.9179   -0.0153
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.