მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"უწმინდესს დღეს მაგას ვერ მოასმენინებდნენ" _ მეუფე იაკობი
ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება არ მოუსმენია. როგორც მეუფე იაკობმა გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მამა გიორგის დაკავების შესახებ პატრიარქმა იცის. „დაკავებული რომ არის მამა გიორგი, ეგ იცის პატრიარქმა. დღევანდელი არავის უთქვამს. უწმინდესს დღეს მაგას ვერ მოასმენინებდნენ. ჩვენ გამოძიების შედეგებს ველოდებით, ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორც ვხედავთ, რომ ჩამოვალთ ჩავებმებით საკითხში. რაღაცებზე საქმის კურსში ვართ. თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან დარჩებიან უყურადღებოდ. მე პირადად, ვარ იმ აზრზე, რომ გამოძიება ბოლომდე მივიყვანოთ. აქ ვინმეზე ხელის დაფარება არ შეიძლება. მე ადამიანების დაჭერაზე არ მაქვს საუბარი, უწმინდესის ხასიათი ვიცი, იტყვის ყველას ვაპატიოთო. შეიძლება, რომ საქართველოში ცხოვრება აუკრძალო და საზღვარგარეთ გავყაროთ. გასაგებია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი, მაგრამ ის უფრო მძიმეა სამშობლოში რომ ვერ დასაფლავდები ადამიანი. დაჭერისგან და ციხეებისგან გვეცოდება ხოლმე ადამიანი. კი დამნაშავეა, მაგრამ მაინც გვეცოდება“,- განაცხადა მეუფე იაკობმა. წყარო: პირველი რადიო
წყარო: gurianews.com
gurianews.com
14.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.