მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"როცა დანაშაულისკენ გიბიძგებენ, არსებობს სხვა ალტერნატივა?!" _ მამა გიორგის საქმის ერთ-ერთი მოწმე ჟურნალისტია
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეში პროკურატურის მოწმეა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მამალაძის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადაცემა "არჩევანში" იმის გაცხადებით, რომ მამა გიორგი ფარულად ირაკლი მამალაძემ ჩაწერა, ჟურნალისტიკის ყველა წესი დაარღვია, წყარო გათქვა და თუ მას რაიმე დაემართება, პასუხისმგებელი ტელევიზია იქნება. _ ჩემი ცხოვრების მანძილზე არავისთვის არც არაფერი არ დამიბრალებია და არც გული მიტკენია. ძალიან რთულია ჩემთვის ეს მდგომარეობა, მაგრამ როცა დანაშაულისკენ გიბიძგებენ, არსებობს სხვა ალტერნატივა?! _ ამბობს მამალაძე. _ ეს როგორ გავიგოთ? _ გამგები გაიგებს. მეტი რა გითხრათ?! ანუ სხვა გზა არ მქონდა. _ თქვენ გააკეთეთ ჩანაწერი? _ არა, ასეც არის არის, _ თქვა მამალაძემ და კითხვაზე კონკრეტული პასუხი აღარ გაუცია.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
15.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
25-06-2017
2.411   0.0000
2.6921   0.0000
3.069   0.0000
4.0425   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 30 °C
ღამით + 17 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.