მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მოსამართლე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთის კორუფციული სქემის ახალი დეტალები
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ,,დაახლოებით ორი კვირაა, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან  უპრეცენდენტო ფაქტის გამოძიება მოვითხოვეთ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში და მასში  მოსამართლის ოჯახია ჩართული. ამ ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ  ხელისუფლების არაერთი მცდელობა ვნახეთ გადაეფარა აღნიშნული საკითხი და საზოგადოების ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიება. ამასობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ნაზღაიძე ცდილობს მიწის ნაკვეთი  ბატონ ჩოხელზე გადააფორმოს და ამით შემდგომში  სამართლებრივი პრობლემები შექმნას იმისათვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი და სახელმწიფო ფინანსები რეალურად მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. ნორმალურ შემთხვევაში, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონოდა ყადაღა დადებული აღნიშნულ ქონებაზე და არ უნდა მიეცა საშუალება საჯარო რეესტრისთვის განეხორციელებინა მესაკუთრის უფლება, რამაც შესაძლებელია სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას. დღეს, მე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. გაუგებარია, რა არის პროკურატურის მოტივაცია, როდესაც თავად არ ინტერესდებიან, არ იძიებენ და არ პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომელიც საჯაროდ დაისვა ამ ხნის განმავლკობაში. რა თქმა უნდა მე მივალ მთავარ პროკურატურაში და კიდევ ერთხელ მივცემ მითითებებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად იმისთვის, რომ ეს დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. ვიდრე პროკურატიურა დუმს ამ კორუფციულ ფაქტზე, ნაზღაიძემ დრო იხელთა და  შემდგომ მოქმედებებს ახორციელებს. ხელშეკრულება გაფორმაბულია 10 თებერვალს საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულებული წარმოენა ნაკვეთის გადაფორმებაზე, ამიტომ პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მისცეს საშუალება ნაკვეთის გადაცემის,’’ - აცხადებს ირაკლი აბესაძე. საპარლამენტო უმცირესობამ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ აღნიშნულ საკითხზე სუს-ის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება გუშინ მოითხოვა.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
15.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
28-04-2017
2.4751   -0.0022
2.6996   0.0028
3.1939   0.0165
4.3579   -0.0218
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 19 °C + 21 °C
ღამით + 10 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.