მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ირაკლი მამალაძე პრეზიდენტს მიმართავს: "გამომეხმაურეთ _ მნიშვნელოვანი მოწმე საფრთხის ქვეშაა!"
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, რომელიც მამა გიორგი მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა და რომლის შესახებაც პირველი ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ტელეკომპანიამ წყაროს გათქმით მას საფრთხე შეუქმნა. ჟურნალისტი ეთიკის ქარტიას, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს მიმართავს "მოვითხოვ შეისწავლოს ეს საკითხი ეთიკის ქარტიამ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ. გამომეხმაუროს პრეზიდენტი, რადგან მის ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოწმე საფრთხის წინაშე დგას", _ გვითხრა მამალაძემ. ჟურნალისტი სახალხო დამცველის გამოხმაურებას ელოდება და ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჟურნალისტიკის ადამიანის უფლებების ყველა წესი დაარღვია წყაროს გათქმით. მამალაძემ "გურია ნიუსს" მელაძესთან ფეისბუქმიმოწერის სკრინები ექსკლუზიურად მიაწოდა. მასში საუბარია არსებულ ინფორმაციაზე _ მელაძე მამალაძეს სთხოვს, ამ თემაზე ეთერში ისაუბროს, რაზეც მამალაძე პასუხობს, რომ ამის უფლება არ აქვს. ნოდარ მელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თუ მიმოწერას კარგად დავაკვირდებით, იქ პროდიუსერის და რესპონდენტის საუბარიადა არა კომუნიკაცია წყაროსთან. მისივე თქმით, მამალაძე ტყუის: "ირაკლი მამალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის წარმოადგენდა "რუსთავი 2"-ის წყაროს და ჩვენ ის გავთქვით, არის სრული დეზინფორმაცია. ჩვენ ირაკლი მამალაძეს დავუკავშირდით მას შემდე, რაც ცნობილი გახდა, რომ ის იყო საქმეში ერთ ერთი მთავარი მოწმე და ვთხოვეთ ინტერვიუ, რაზეც გვითხრა უარი, თუმცა, იქვე არ გამორიცხა ამ თემაზე ესაუბრა მოგვიანებით. ჩვენი პასუხი იყო, რომ მისი ჩვენების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ არხის სხვა ჟურნალისტებსაც და ეს ინფორმაცია მაინც გაჟღერდებოდა. "რუსთავი 2" წყაროს არასდროს გათქვამს და ეს უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, ირაკლი მამალაძემაც იცის. ჩვენს წყაროს, მას ვინც გვიამბო "ციანიდის საქმის" შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა გარანტირებული აქვს და თავადაც იცის ამის შესახებ. ირაკლი მამალაძე ვერ იქნებოდა ჩვენი ინფორმატორი ამ შემთხვევაში, რადგან მის ინტერესში არ შედიოდა, ამ ამბის გახმაურება", _ აღნიშნავს ნოდარ მელაძე
წყარო: gurianews.com
gurianews.com
15.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.