მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება
სასჯელაღსრულების სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება, რომელშიც მსჯავრდებულები გათავისუფლებისთვის  მომზადდებიან. ახალი ტიპის დაწესებულების შექმნის მიზნებსა და უპირატესობებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, უწყება უზრუნველყოფს მსაჯვრდებულისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ასევე, ზრუნავს იმაზე, რომ გათავისუფლების შემდეგ, პირმა მარტივად შეძლოს გარემოსთან ადაპტაცია. „ჩვენთვის პატიმართა რესოციალიზაცია პრიორიტეტულია. ამ მხრივ, მსჯავრდებულებს მრავალფეროვან პროგრამებს ვთავაზობთ.  ადამიანს გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავის, ოჯახის შენახვის საშუალება უნდა ჰქონდეს. უნდა შეეგუოს გარე სამყაროს ისე, რომ კანონთან კონფლიქტში აღარ მოვიდეს. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირს, ციხეში მრავალი წლის გატარება უწევს და რეალურად, სულ სხვა გარემოში თავისუფლდება.  გარესამყაროსთან ადაპტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, საჭიროა სხვადასხვა სახის პროგრამა“, - განაცხადა მინისტრმა.  გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  დაბალი რისკის პატიმრები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. მათ საშუალება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება, მოიგვარონ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საკითხები, ასევე, დასაქმდნენ და სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებიდან მუშაობის მიზნით, სამუშაო დღეებშიც გავიდნენ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
16.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
13-12-2017
2.6258   -0.0415
3.0916   -0.0550
3.4999   -0.0679
4.4624   -0.0419
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.