მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნა
ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომას, თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უძღვებიან. თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის უახლეს ისტორიულ გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. მათ საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მნიშნელოვანი როლი აღნიშნეს ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვასა და ზედამხედველობაში. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის. „ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უახლოეს წარსულში. ძალიან ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით მიიღწევა. „ჩვენ, როგორც ასოცირების კომიტეტის წევრები, ამ პროცესში ვხედავთ საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ დროულად და ეფექტურად ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას სხვადასხვა მიმართულებით: საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებით", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. თავისი გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული მისწრაფებები. „ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რადგან კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის არჩევანი არ არის, არამედ ეს არის ქართული საზოგადოების სურვილი", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრა. „ჩვენი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია, რადგან ის, რისი მიღწევაც გვინდა, არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. თამარ ხულორდავამ ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ და ჯერ კიდევ განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება. თამარ ხულორდავამ კომიტეტს ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პარტნიორებს, სფეროს გაუმჯობესებისთვის, პარლამენტის უმნიშვნელოვანესი ამოცანები გააცნო. კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის საბოლოო დასრულებამდე დარჩენილი ეტაპების შესახებ მოხსენებით, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი წარდგა. სხდომას სიტყვით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ მიმართა, რომელმაც საქართველოს უახლოეს წარსულში განხორცილებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და დადებითად შეაფასა ხელისუფლების საკონსტიტუციო რეფორმის გეგმა. მან პოზიტიური მოლოდინები გამოთქვა იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და სახელისუფლებო პარტიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქვს.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
16.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
27-07-2017
2.3993   0.0006
2.7933   -0.0012
3.1323   0.0080
4.0016   0.0021
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 35 °C + 36 °C
ღამით + 22 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.