მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ხელისუფლება აპირებს უხეშად ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში _ გიგი უგულავა
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა. ,,გაუგებრობა არაადექვატური და არასწორი შეფასებაა. გაუგონარი რამ ხდება. ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული პრემიერ მინისტრით და უმრავლესობის დეპუტატებით, პრაქტიკულად გლოვის მდგომარეობაში გვარწმუნებდნენ იმაში, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა. ჩვენ მივიღეთ სურათი, რომლის ახსნა არის ერთადერთი - ეს არ არის გაუგებრობა, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის. ამას სხვა ახსნა არ აქვს. პატრიარქი  დაბრუნდება საქართველოში და სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ბევრ ნათელს მოჰფენს ამ ისტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას მოუვიდა ნაადრევი სტარტი და ამ ისტორიიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთადერთი დასკვნა, რომ ხელისუფლება აპირებს უხეშად ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში. მინდა ყველას ავუხსნა, რომ საპატრიარქო და ეკლესია თავის წინამძღოლს ირჩევს თავად და ხელისუფლება ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს. საქართველოს ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან. დაუშვებელია ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით. ვინაიდან ძირშივე გამოჩნდა, რომ მთლიანად ეს ტყუილზე აგებული, ოპერაციის მომდევნო ყველა განცხადება არის სპირალში შესვლააი ამ ტყუილის. ან იმდენად უნიათოები და არაკოორდინირებულები არიან თავის საქმეში, რომელიც კანონით ავალიათ, ან მეორე, უფრო ლოგიკური - გადაწყვიტეს მოქმედება დაეწყოთ, ჩარეულიყვნენ იქ, სადაც მათი საქმე არ არის. ამას ვამბობ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ვიხილეთ“, _ განაცხადა გიგი უგულავამ. 
წყარო: gurianews.com
gurianews.com
17.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.