მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
„გაგებით მოეკიდეთ ამ საკითხს" _ დიმიტრი ხუნდაძე სადაზღვევო კომპანიებს მიმართავს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე დღევანდელ ბრიფინგზე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგებლები მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც კერძო სადაზღვევო კომპანიებში მონაწილე ბენეფიციარები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშებიან. „მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს პირველ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ჩვენ პირველ ეტაპზე მივაღწიეთ იმას, რომ ყველა ადამიანი არის დაზღვეული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე და გავზარდოთ ხარისხობრივი მაჩვენებლები და ჯანდაცვის სერვისები მოსახლეობისთვის გავხადოთ უფრო ეფექტური", _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მან ჟურნალისტებს შეახსენა 2013 წელი, როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. დეპუტატის თქმით, მაშინ ერთ-ერთი ინდიკატორი იყოს სწორედ ის, რომ მომხდარიყო გამიჯვნა და მოსახლეობის ის ნაწილი გაწევრიანებულიყო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაში, რომელიც არანაირ დაზღვევას არ იღებდა. „ამის შემდეგ გარდამავალ ეტაპზე, რომლის შემდეგაც უნდა მომხდარიყო კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ბაზათა ინფორმაციის უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მოგვცემდა, გაგვეკეთებინა სწორი და თანმიმდევრული ანალიზი. გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი ბენეფიციარი ეთიშებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიას, თუმცა ისინი სრულად ვერ გადმოდიოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რჩებოდნენ საბაზისო პაკეტის მიღმა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 115 000 ადამიანი, რომელმაც დაკარგა კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარის სტატუსი, დარჩა ამ პაკეტის მიღმა", _ აღნიშნა  ხუნდაძემ. მისი თქმით, ათეულათასობით ადამიანი აღმოჩნდა ორმაგი დაფინანსების პრინციპით მოსარგებლე, რაც მისივე მოსაზრებით, დისკრიმინაციული იყო და არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს. ხუნდაძის განმარტებით, მთავრობის დადგენილების მიზანი არის სწორედ ის, რომ აღმოიფხვრას დისკრიმინაცია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ სამედიცინო სერვისების მიღების თანაბარი უფლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და არცერთი ადამიანი არ დარჩეს დაზღვევის გარეშე. „ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა ბაზარზე ფუნქციონირება გააგრძელონ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და ხარჯთეფექტური. თხოვნა მექნება, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს და პერიოდულად უზრუნველყონ ბაზათა დადარების პრინციპის ხელშეწყობა, რათა სწორი ანალიზის საშუალება მოგვეცეს", _ აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
17.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
25-07-2017
2.3987   0.0004
2.7938   0.0015
3.1267   0.0084
4.0042   -0.0671
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 34 °C
ღამით + 21 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.