მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაითავისოს ამ პროცესებისადმი ხელის არ შეშლის ვალდებულება" _ ბეგაძე "აზოტის" თემაზე
სტუდენტურმა მოძრაობამ _ "აუდიტორია 115", რომელიც "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულ 350 თანამშრომლთან ერთად. თითქმის ერთი თვეა. საპროტესტო აქციებს მართავს,  დღეს რუსთავის აზოტის ქარხანასთან საქართველოს ბანკის კავშირის დასამტკიცებლად რამდენიმე დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრიდანაა მოპოვებული, "რუსთავის აზოტის" მფლობელის _ სს "ეუ ინვესთმენთის" მესაკუთრეების ფასიანი ქაღალდები დაგირავებული და ბლოკირებულია სს "ბიჯეო ჯგუფის" სასარგებლოდ. სს "ბიჯეო ჯგუფის" ოფისი თბილისში, გაგარინის 29ა-ში, "საქართველოს ბანკის" შენობაში მდებარეობს. ამასთან, "ბიჯეო ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, სს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტსაც იკავებს; "ეუ ინვესთმენთის დამფუძნებელი" კი, ამერიკის ხმის ცნობით, საქართველოს ბანკის ყოფილი ტოპ მენეჯერი, ეფრემ ურუმაშვილია. "საქართველოს ბანკში"  დღემდე უარყოფენ "რუსთავის აზოტთან" და შესაბამისად  "ეუ ინვესთმენთთან" კავშირს. ამ დრომდე, მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს "ეუ ინვესთმენთის" დამფუძნებელი ეფრემ ურუმაშვილი. თემაზე კომენტარები გაკეთდა "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაშიც", რომლის ანალიტიკოსმა ანდრეა გვიდიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე საზოგადოებას "აზოტის“ კრიზისიდან გამოსავალის მისეული გეგმა გააცნო. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, იცნობს თუ არა ამ გეგმას და რამდენად არის ჩართული პროცესში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე. დეპუტატმა თემაზე კომენტარი იმ მიზეზით არ გააკეთა, რომ პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე არ საუბრობს და გვირჩია, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება გამოგვეყენებინა. ამ განცხადებით კი ირკვევა, რომ 31 იანვარს, ეგაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესა და ,,რუსთავის აზოტის" ქარხნის გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა: "შეხვედრის მიზანი იყო პირადად გავცნობოდით გათავისუფლებული თანამშრომლების მოთხოვნებს და ერთად გვემსჯელა მათი დახმარების შესაძლო გზებზე. აუცილებელია საკითხის საფუძვლიანად შესწავლა, რათა ერთი მხრივ, ადამიანები არ დარჩნენ სამსახურის გარეშე და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში, არ დაირღვეს მათი უფლებები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფის წევრებს პრობლემის მოგვარებაში მედიაციას დაჰპირდა. ბუნებრივია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ვადევნებ მიმდინარე პროცესებს. ჩემთვის თითოეული რუსთაველის ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია, ძალიან მაღელვებს ქარხნაში მიმდინარე პროცესები და სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანების მდგომარეობა. მაშინ, როცა ჩვენი გუნდი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნავს, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაითავისოს ამ პროცესებისადმი ხელის არშეშლის ვალდებულება. ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული," _ აღნიშნულია ბეგაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
18.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.