მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რამდენი ხმაა საჭირო მთავარი პროკურორის გადაყენების პროცედურის დასაწყებად
საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.  მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მიიღება, საქართველოს კანონმდებლობა შემდეგ პროცედურას ითვალისწინებს: თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის წინადადებით მიმართოს. შესაბამის მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, სათანადო არგუმენტები და მას უნდა ერთვოდეს არსებული მასალები. პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.  მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე იმ შემთხვევაშიც გათავისუფლდეს, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს. „ვინც ეს სიტუაცია შექმნა, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. თუ არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. თუ არავინ პასუხს არ აგებს იქ, სადაც შეტევა შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე მტკივნეულ და ძვირფას თემას, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, როგორიც არის ქართული ეკლესია, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე პატივსაცემ ადამიანს - საქართველოს პატრიარქს, თუ არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის გაუაზრებელმა განცხადებებმაც გამოიწვია მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში. ორშაბათიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. დღემდე არ გამოგვიყენებია კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ივანიშვილის პროკურატურასთან. თუმცა, მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან ამ საბჭოში დააყენოს მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს”, _ განაცხადა ბაქრაძემ. წყარო
წყარო: gurianews.com
gurianews.com
18.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
21-11-2017
2.689   -0.0378
3.1717   -0.0459
3.568   -0.0417
4.5384   -0.0366
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.