შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კადასტრის ცნობის აღება, გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზეა შესაძლებელი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31155 
 29 ივლისი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება გრძელდება. ქალაქ გურჯაანში მომსახურე ჯგუფი ახალ მისამართზე გადავიდა.



როგორც ჩვენთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ განაცხადა, პროცესი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
„სამუშაო პროცესი ჯერჯერობით არცერთ სოფელში არ დასრულებულა. ქალაქ გურჯაანიდან კალაურის ჩათვლით ცხრა ადმინისტრაციული ერთეულია და ყველგან მიდის მუშაობა მეტნაკლები აქტიურობით. ყველგან ორი ოპერატორი რომ იჯდეს, ამის რესურსი არ არის, ამიტომ თითოეულ სოფელს გრაფიკით მივყვებით. რაც შეეხება გურჯაანს, გადავედით სანაპიროს ქუჩაზე სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრში. იქ არიან სპეციალისტები, ასევე გახსნილია ატმის შტაბი და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ სისტემაში ინფორმირება უკეთესად მოხდება. “


მისივე თქით, ყოველგვარი პროცესი უფასოა და არც საჯარო რეესტრის ამონაწერია სავალდებულო.
„მინდა ხაზგასმით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ცნობის ასაღებად მხოლოდ პირადობის მაწმობა და პიროვნების ადგილზე მოსვლაა საჭირო. ცნობის გაცემა ჩვენთან უფასოდ ხდება.“


შეგახსენებთ, რომ წელს მევენახეები მიკროზონის ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. სამუშაო პროცესი 31 აგვისტომდე გაგრძელდება და ცნობის აღება სავალდებულოა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია