შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პედაგოგ თეა გურგენიძის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31166 
 31 ივლისი 2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის, თეა გურგენიძის სარჩელი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ითხოვდა, როგორც სამსახურში დაბრუნებას, ისე გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურებას.

"ვაპირებ, რომ დავბრუნდე სკოლაში. უბრალოდ პრინციპის ამბავია, თან ბავშვებიც მელოდებიან და აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ეს არ იყო ჩემი გამარჯვება, ეს იყო მშობლებისა და ბავშვების გამარჯვება. ისინი ყოველდღე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. უბრალოდ ვალდებული ვარ, რომ დავბრუნდე."


შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებდნენ.
თუმცა, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს. სამეურვეო საბჭომ მის გათავისუფლებას არ დაუჭირა მხარი, მაგრამ, დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასული წლის მაისში, საბოლოოდ მას სამსახური მაინც დაატოვვებინეს. 

თეა გურგენიძემ სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივლა. მან სარჩელით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გასული წლის 21 ივნისს მიმართა



ამავე თემაზე:

მოსწავლის ცემაში ბრალდებული პედაგოგი საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს უპირისპირდება
მოსწავლის ცემაში ბრალდებული პედაგოგის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი შეისწავლის
იორმუღანლოს სკოლასთან კარვების აქცია მიმდინარეობს
სკოლის ნაცვლად კარავში - პროტესტი იორმუღანლოში [Video/Audio]
თეა გურგენიძემ მეოთხეკლასელებს დღეს გაკვეთილი საბავშვო ბაღში ჩაუტარა








სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება