შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„წიგნის მოვლის კულტურა“- ღონისძიება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ჩატარდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30427 
 15 მარტი 2019
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს - „წიგნის მოვლის კულტურა“, რომლის ფარგლებშიც 22 მარტს, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართება.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავისი ხელით აღადგინონ ქაღალდის სტრუქტურა და წიგნად აკინძონ რესტავრირებული ფურცლები.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან. პროექტის - „წიგნის მოვლის კულტურა“ - ფარგლებში სხვადასხვა სკოლის 50-მდე უფროსკლასელს საშუალება ექნება, თავად მიიღოს მონაწილეობა ფურცლების რესტავრირებაში. ღონისძიების დასრულების შემდეგ ცენტრის თანამშრომლები ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. მსგავსი ტიპის პროექტები არ იქნება ერთჯერადი. ჩვენ შარშანაც ვუმასპინძლეთ მათ და მომავალ წელსაც ვგეგმავთ განსხვავებულ პროექტს.“

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს წარმატებული მოსწავლეებისთვის, რომელიც „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“-ს კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ - თანამშრომლების მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია