შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტები სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30705 
 13 მაისი 2019
კახეთის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან. ამის შესახებ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ მუნიციპალიტეტები მთავრობას შესაბამისი ფულადი ფონდის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ.
,,მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გუშინ გვქონდა კიდევ წვიმა და დღეიდან უკვე ამინდები გამოვიდა, რაც საშუალებას გვაძლევს რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვაწარმოოთ სამუშაოები. მუნიციპალიტეტები ეხლა მუშაობენ იმაზე, რომ კომისიური წესით აღრიცხონ თუ რა ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ მათ. გამომდინარე აქედან,მთავრობის წინაშე წარსდგებიან უკვე ზარალის შესაბამისი ფონდის გამოყოფის მიზნით. ამავდროულად,სადაც საჭირო არის რომ მძიმე ტექნიკა იქნეს გამოყენებული, იციან კონტრაქტორი ორგანიზაციები,მათთან აფორმებენ ვისაც ესაჭიროება სწრაფ ხელშეკრულებებს და ამაზე სპეციალური თანხები არის გამოყოფილი, რომ ის გადაუდებელი სამუშაოები შეასრულონ, რაც ამ ეტაპზე არის აუცილებელი“ - განაცხადა ქადაგიშვილიმა.









სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება