შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში 20 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30841 
 08 ივნისი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოცი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.
-„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბაღების ნაწილი გარემონტებულია და სტანდარტებს ექვემდებრება, ზოგს კი რეაბილიტაცია სჭირდება. სხვადასხვა ბაღში განსხვავებული მდგომარეობაა, ზოგს კოსმეტიკური რემონტი უნდა, ზოგს სახურავისა და კარ-ფანჯრის შეცვლა,“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასილაშვილმა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ჯიმითის, დარჩეთის, ქოდალოს, ბაკურციხის, კოლაგის, ყიტაანის, მუკუზნის, ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთისა და არაშენდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს. ორი ბაღი შერემონტდება კალურში და ორიც კარდენახში, განხორციელდება ქალაქ გურჯაანის #1 და #2 ბაღების რეაბილიტაცია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია