შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30843 
 10 ივნისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი გახდა. თუშეთის 56-ე კილომეტრზე მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად ბუნევრივად დაგუბებულ ტბაზე წყლის დონემ დაიწია. 
სოფელ ომალოს მიმართულებით პირველი მანქანა და საქონელი უკვე გადავიდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოების მანამდე  გაგრძელდება, სანამ გადაადგილება უსაფრთხო არ გახდება.

ცნობისთვის, მაისში, წყალდიდობის გამო დიდთოვლობის გამო 56-ე კილომეტრზე ბუნებრივად დაგუბებული ტბა ადიდდა და საავტომობილო მაგისტრალი დატბორა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია