შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ყორჩიბაშიშვილების ციხის ბურჯის რეაბილიტაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31037 
 09 ივლისი 2019
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტი იწყება.
„ყორჩიბაშიშვილების ციხის ჩრილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების დროს გამოიკვეთა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის აუცილებლობა, რომელიც ერთიანობაში თავის დროზე ნანგრევებად ქცეული ციხის კონტურების აღდგენას შეუწყობს ხელს. ციხეზე ეტაპობრივად მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესები მასში ჩართული ბურჯების აღდგენა და მათში მოწყობილი გადასახედები სამომავლოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას და განვითარებას,“ - ამბობს გაგნიძე.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6850 ლარი გამოიყოფა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია