შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/ekonomika/article/31040 
 10 ივლისი 2019
თელავში, თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. მათი ინფორმაციით, 85-ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.
ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

როგორც სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი აცხადებს, თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს.

კომპანიაში ამბობენ, რომ სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია “ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს”-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5 000-ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი.

დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით, Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს“ დაფინანსების პროგრამებში.

თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან შავკაციშვილის თქმით, მათთვის ტურიზმის მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.




სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა