შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საჯარო ბიბლიოთეკაში დებატკლუბების დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31052 
 11 ივლისი 2019
ხვალ 12:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში „დებატების კლუბების“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება.



დებატკლუბებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას.  პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ასევე დასახელდებიან ის მოდებატეები, რომლებიც საერთაშორისო ფორუმზე სხვა მონაწილეებთან ერთად წარადგენენ საქართველოს.


შეგახსენებთ, რომ დებატკლუბები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ემსახურებოდა არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ორატორული უნარების განვითარებას, ადვოკატირების სწავლებას და მოსწავლეების აქტიურ ჩართვას საკუთარი რეგიონის განვითარებაში. პროექტი განხორციელდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის - დავით სონღულაშვილის ინიციატივით.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია