შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის დელეგაცია ესპანური ღვინის მარნების წარმოებას გაეცნო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31121 
 22 ივლისი 2019
გურჯაანის მერიის დელეგაცია ბასკეთის ავტონომიურ ოლქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ისინი რიოხა ალავესაში, მარნების ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ასევე ალავას პროვინციის ქალაქ ლაგუარდიაში ესპანური ღვინის მარნების წარმოებას გაეცნენ და მათ მიერ დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნეს.



მერიის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილის განმარტებით, შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, ორი სხვადასხვა კულტურის მქონე მუნიციპალიტეტის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების გაცნობის, ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.


„პირველ დღეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ბასკეთის ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელს და სავაჭრო პარტიის წარმომადგენლებს. მათთან ვისაუბრეთ ბიზნესის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ უპირატესობებზე, რაც საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, როგორც ევროკავშითან ისე სხვა ქვეყნებთან. მეორე დღეს შევხვდით ჰაზის და ნეიკერის წარმომადგენლებს. მათთან ერთად ვისაუბრეთ სახელმწიფოს მხრიდან ღვინის სექტორის წახალისების პროგრამების შესახებ. ჰაზი არის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და აქცენტს ძირითადად ღვინოზე აკეთებს, ხოლო ნეიკერი ატარებს კვლევებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ქალაქ ლაგუარდიის მერს, რომელთანაც ვისაუბრეთ შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. იგეგმება ორი ქალაქის დამეგობრება, ოქტომბერში ჩამოვლენ ღვინის ფესტივალზე და გაფორმდება მემორანდუმი. “


მისივე თქმით, დელეგაციის წევრები გაეცნენ ესპანური ღვინის მარნების წარმოებას და დააგემოვნეს მათ მიერ დაყენებული ღვინოები.
„შევხვდით მარნების ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ ღვინის ტურიზმზე. ასოციაციაში გაერთიანებულია 108 ღვინის კომპანია, მათაც ველოდებით ღვინის ფესტივალზე. შეხვედრები იყო ძალიან დატვირთული, სადაც დაისახა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია. ჩვენ გავეცანით მათ თანამედროვე მიდგომებს, კულტურას, ტექნოლოგიებს, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.“


დელეგაცია ესპანეთში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია