შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყანდაურაში მომხდარ მკვლეობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31133 
 25 ივლისი 2019
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სოფელ ბადიაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე აღკვეთი ღონოსძიების სახით კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პროცესი დღეს 12:00-სთზე დაიწყო, სადაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ სცნობს.

რამდენიმე დღისწინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, დაჭრილი, რომელიც ომარ გამყრელიძის მეუღლე იყო, გარდაიცვალა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გამყრელიძის წინააღმდეგ სსკ-ის 11 I (პრიმა) 25-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია