შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი - ყველა მოქალაქემ უნდა გაიკეთოს ეს უმარტივესი ტესტი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31138 
 25 ივლისი 2019
სალომე ზურაბიშვილმა დღეს გურჯაანში ვიზიტისას, თანმხლებ პირებთან ერთად, c ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა და მოსახლეობას მოუწოდა, დროულად გაიკეთონ ტესტირება.


„პრაქტიკულად, ჩვენ გავიარეთ უკვე ნახევარზე მეტი ამ პროგრამით. ყველაზე მძიმედ დაავადებული ადამიანები განიკურნენ. ეხლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ყველაფერი. ყველა მოქალაქემ უნდა გაიკეთოს ეს უმარტივესი ტესტი. მე და ჩემმა დელეგაციამ ეს გავაკეთეთ დღეს. დაავადებულმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უფასო. მე დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ჰეპატიტს და ვიქნებით ამით სამაგალითო.“


დღეს სალომე ზურაბიშვილმა დაათვალიერა ახტალა და სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი, რის შემდეგაც ველისციხეს ესტუმრა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია