შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31167 
 01 აგვისტო 2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტებს შედეგბის ნახვა შეუძლიათ online.nice.ge -ზე . ამისათვის საჭიროა შესაბამის ველში შეიყვანონ პირადი და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ასევე აბიტურიენტებს ქულის გაგება შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).

აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 0.50 ლარი, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველი შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი I და III ვარიანტებში განისაზღვრა - 22 ქულა, II და IV ვარიანტში - 24 ქულა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია