შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს კიდევ 5 საგნის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31170 
 05 აგვისტო 2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს შედეგბის ნახვა შეუძლიათ online.nice.ge -ზე . ამისათვის საჭიროა შესაბამის ველში შეიყვანონ პირადი და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ასევე აბიტურიენტებს ქულის გაგება შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).

აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 0.50 ლარი, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველად 31 აგვისტოს ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისურის გამოცდის შედეგები.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია