შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31261 
 26 აგვისტო 2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობისთვის საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს.



ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
„ყურადსაღებია ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოდან, დაახლოებით 3 სექტემბრის ჩათვლით, იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა.
ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ რაც შეგვიძლია ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი. მივიღოთ სითხე და დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები“, - განაცხადა გამყრელიძემ.



მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.
,,შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია