შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში პარკის რეაბილიტაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31276 
 27 აგვისტო 2019
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის ტენდერი დაახლოებით ათი დღეა, რაც დასრულდა და გამარჯვებული კომპანია ცნობილია.



როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი მაჩხაშვილმა აღნიშნა, სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.
„ტენდერში გაიმარჯვა შპს „ენსისი“-მ. ეს არის დიდი სამშენებლო კომპანია. ამჯერად მიდის ტექნიკური დოკუმენტაციების გაფორმება და ამის შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ეს იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი კარგი და საყვარელი დასასვენებელი ადგილი.“


მისივე თქმით, პარკის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით 3 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული და მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით კეთდება. პარკში მოეწყობა საბავშვო გასართობი ცენტრი, „კარუსელები“, ამფითეატრი, კაფე-ბარები, ველოსიპედის ბილიკები, დაირგვება ახალი ნარგავები, მოწესრიგდება სველი წერტილები და ა.შ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია