შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31296 
 29 აგვისტო 2019
ცესკო და სწავლების ცენტრი, 25 სექტემბრიდან ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამდღიანი სასწავლო პროგრამა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას ეთმობა. სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საარჩევნო მოხელის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა;
  • კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები უზრუნველყოფენ. კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ ან/და სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სერტიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. რეგისტრციისთვის საჭიროა პროექტში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია, რომელსაც დაერთვება შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი; საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ სერტიფიკატის ან/და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სერტიფიკატის ფოტოასლი (არსებობის შემთხვევაში).
რეგისტრაციისთვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საყურადღებოა, რომ პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები.


დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. სასწავლო პროგრამა შესაძლებელია ჩატარდეს ორ ეტაპად:
I ეტაპი: 2019 წლის 25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი
II ეტაპი: 2019 წლის 25 ნოემბერი - 13 დეკემბერი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: 

იხილეთ ამავე თემაზე:

რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს [Video-Photo]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა [Photo-Video]
ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ გიწვევთ ტრენინგზე
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა [Photo-Video]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია