შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ნავთის ხევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31301 
 29 აგვისტო 2019
ქალაქ გურჯაანში, ე.წ. ნავთის ხევის გაწმენდისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით, აღნიშნული ხევის გაწმენდა სტიქიის პრევენციის მიზნით ხორციელდება.
„ნავთის ხევი, საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ არ გასუფთავებულა, ამიტომ მთლიანად ამოვსებული იყო ქვიშითა და ნაგვით. შარშან სტიქიის დროს ხევმა კალაპოტი დაკარგა, მოსახლეობაში შევარდა და დიდი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტს. მაშინვე დავგეგმეთ, რომ მომხდარიყო სტიქიის პრევენციები. გამოცხადდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. დაიწყო ხევის სრულად გაწმენდა-გასუფთავება და დაზიანებული ბეტონის ახალი საფარით შეცვლა. რამდენიმე გვერდითი ცემენტის ფილაც იყო დაზიანებული და ისინიც ამოიცვლება. ასე რომ, ხევი წყლის მოვარდნის შემთხვევაში, არავის აღარ შეუქმნის საფრთხეს. სამუშაოები დაახლოებით 15 სექტემბრისთვის დასრულდება. “


მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კალაურის ხევის, ნავთის ხევის, ჭანდრის ხევის და ველისციხეში ჭერმის ხევის გასუფთავებისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან სულ 189 926 ლარია გამოყოფილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია