შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას შეუძლია თმის დაზიანება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31344 
 04 სექტემბერი 2019
არასწორად შერჩეულ თმის მოვლის საშუალებებს შეუძლია თმის დაზიანება. მოწესრიგებული თმა ყველასთვის მიმზიდველია, თუმცა ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემას, რასაც არასწორი მოვლა ქვია.


პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილ შამპუნს ყიდულობთ. არსებობს მშრალი/ცხიმიანი/ნორმალური/შერეული თმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: თავის კანის) ტიპები. ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. თმის ხშირი დაბანა არ იწვევს თმის ცვენას და ვარცხნილობის მოცულობის შემცირებას, თუმცა, ყოველდღიური დაბანა მაინც არ არის რეკომენდებული, რადგან თავის კანს სცილდება სპეციალური დამცავი ფენა, რომელიც უნარჩუნებს თმას ბუნებრივ ბალანსს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თმის სწორად მოვლისთვის:
თმის დაყოფილი ბოლოების ხშირი შეჭრა ხელს უწყობს თმების გაჯანსაღებას, ამიტომ რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, რათა არ მოხდეს მათი დაყოფა.

მარილი და ქლორი არღვევს თმის სტრუქტურას, ამიტომ არ შეიძლება აუზში სპეციალური ქუდის გარეშე ჩასვლა (თუმცა, არც ის შეიძლება ქუდი ძალიან მჭიდროდ გქონდეთ თავზე); ასევე არ შეიძლება მთელი დღე თმებზე მჭიდროდ მოჭერილი რეზინით სიარული, იმიტომ, რომ თმები სუსტდება, ტყდება და ცხიმიანდება.

არ შეიძლება ძალიან ცხელი წყლით თავის დაბანა. ცხელი წყალი აშრობს თავის კანს და შესაძლოა, მოახდინოს ქავილისა და ქერტლის გაჩენის პროვოცირება. თავის დაბანის დროს, წყლის ოპტიმალური და კომფორტული ტემპერატურაა 34-40 გრადუსი;

თუ ხშირად გიწევთ თავის დაბანა, შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ თმის ფენი და მაშები, რათა თმები გაშრეს ბუნებრივი სახით.
თუ ეს შეუძლებელია, პირველ რიგში, კარგად გაიმშრალეთ პირსახოცით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ ფენი საშუალო სიმძლავრეზე;
თუ გაჩნდა ქერტლი, აუცილებელია შეცვალოთ შამპუნი და თმის მოვლის სხვა საშუალებები. თუ ქერტლი მაინც არ გაქრა, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს;

დაუთმეთ თმას 5 წუთი ყოველ ღამე, ძილის წინ: ჩამოივარცხნეთ, რაც შეიძლება ბევრჯერ.
მნიშვნელოვანია თმის სწორად დავარცხნა. არავითარ შემთხვევაში არ დაივარცხნოთ სველი თმა. ასევე სასურველია გრძელი თმის დავარცხნა დაიწყოთ ბოლოდან და უმჯობესია ხის სავარცხელი გამოიყენოთ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია