შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2019
გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა #1 (კოტეხი, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო.


მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებისთვის 316 ათასი ლარია განსაზღვრული.
„უკვე დასრულებულია მიწის სამუშაოები, საძირკველი და სვეტების ჩამოსხმა. მშენებლებს ვადა ოქტომბრამდე აქვთ. ანალოგიური ცენტრი შენდება სოფელ კაჭრეთშიც. იქ შიდა სამუშაოებიღაა დარჩენილი და თვის ბოლომდე დასრულდება.“

მისივე თქმით, ორივე ცენტრის მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია