შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ბაგა-ბაღებში 2200 აღსაზრდელია დარეგისტრირებული

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31378 
 09 სექტემბერი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განცხადებით, დღეის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 2200 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.
„ეს მონაცემი მზარდია, საბუთები კიდევ შემოაქვთ. ზუსტი რიცხვი, ახალი სასწავლო პროცესის განახლებამდე გვეცოდინება. რომელმა მშობლებმაც ვერ მოახერხეს ზაფხულში დარეგისტრირება, მათ კიდევ მივეცით ამის საშუალება. სასწავლო წელს ახალი სტანდარტის შესაბამისი კვებით ვიწყებთ. მზარეულებმა უკვე გაიარეს გადამზადება და მობილიზებულები შეხვდებიან სიახლეს.“

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჯგუფების დამატების საჭიროება არ არსებობს, თუმცა თუკი რაოდენობა გაიზრდება, აუცილებლად დაემატება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია