შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„კახეთი-იონს“ ფრანგი სენატორები სტუმრობდნენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31527 
 27 სექტემბერი 2019
დღეს „კახეთი იონში“ სტუმრად ფრანგი სენატორები იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს სამედიცინო ცენტრი, ასევე გაეცნენ მისი დაფუძნებისა და მუშაობის ისტორიას.


სენატორის ჟაკ ჟენესტის განმარტებით, მისთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას გულთბილი მიღებისათვის. არაჩვეულებრივი დაწესებულებაა. ასეთ პატარა რაიონში მსგავსი ორგანზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.“

სამედიცინო ცენტრ „კახეთი იონის “ გენერალური დირექტორის, თამარ ცანკაშვილის თქმით, სენატორები ცენტრის დაარსების ისტორიას გაეცნენ.
„კახეთი-იონში დღეს სამუშაო ვიზიტით ფრანგი სენატორები გვსტუმრობდნენ. მათი ჩამობრძანება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი გაეცნენ ცენტრის დაარსების ისტორიას და მუშაობის პრინციპს. ვფიქრობ, კმაყოფილები წავიდნენ. “

შეხვედრას სტუმრებთან ერთად გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია