შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ველისციხეში 100-მდე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31567 
 03 ოქტომბერი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, სოფელ ველისციხეში, სიძველის მიხედვით, 130 სახლი შეირჩა.

„სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილია მე-19 საუკუნეში აშენებული სახლები და იმისთვის, რომ შენობები არ განადგურდეს, იგეგმება მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. შეირჩა 130-მდე სახლი. ჩატარდება კვლევები და რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს იქნება აშენებული, 100-მდე სახლს მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მათი რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ხდება. გაიმართება მოლაპარაკება სახლის მეპატრონეებთან. მათი თანხმობა აუცილებელია, რადგან ამის მერე გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება. თუ მოხდება შეთანხმება, დაიდება ხელშეკრულება მეპატრონესა და სააგენტოს შორის. მესაკუთრე ვალდებულია სტატუსის მინიჭების შემდეგ თვითნებურად არ შეუცვალოს იერსახე სახლს, რაც დაუკარგავს არქიტექტურულ ღირებულებას. ხოლო სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს სახლს და გამოყოფს თანხებს მისი რეაბილიტაციისთვის.“

მისივე თქმით, შერჩეული სახლები უმეტესად დაზიანებულია და მესაკუთრეს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ რეაბილიტაცია ჩაუტაროს.
„ველისციხე ძალიან მდიდარია სიძველეებით. ეს სახლები უმეტესად ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. მათ კომუნისტების დროს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჯერად, ველისციხის განაშენიანების გენერალური რეგულირების გეგმის ფარგლებში, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის გარდა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და აღდგება სოფლის ძველი იერსახე. ველისციხე საქართველოში ერთ - ერთ უძველეს სოფლად ითვლება. როდესაც სამუშაოები დაიწყება, განხორციელდება ასევე არქეოლოგების მხრიდან მონიტორინგი, რადგან შესაძლებელია არქეოლოგიური არტეფაქტებიც აღმოჩნდეს.“

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის მუნიციპალიტეტის მერია სათანადო დოკუმენტაციას უკვე ამზადებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია