შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართველი მაშველები სამხრეთ აფრიკაში სპეციალურ მომზადებას გადიან

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31590 
 08 ოქტომბერი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შახტებში სამაშველო ოპერაციების ორკვირიან წვრთნას გადიან.


სპეციალური მომზადების კურსი ქალაქ კარლეტონვილში, შახტების სამაშველო სერვისების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის ბაზაზე, ადგილობრივი რესურსებით, კადრებითა და აღჭურვილობით ტარდება. წვრთნის დასაწყისში, რვა ქართველმა მაშველმა გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით ჩააბარა და უკვე ინტენსიური წვრთნები დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს, შახტებში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით, მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტების პირველი ჯგუფი ეყოლება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება