შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავი-ყვარლის გზაზე ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ნოემბერი 2019
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესი“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. საავადმყოფოშია გადაყვანილი მეოთხე მგზავრი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია