შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო აიღეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/sporti/article/31768 
 05 ნოემბერი 2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის თქმით, ტურნირში სხვადასხვა ქვეყნიდან, 490 სპორტსმენი მონაწილეობდა.
„ჩვენმა ნაკრებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში ერთი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი 38 კგ. წონით კატეგორიაში აიღო გიგი კეკვიაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - 50 კგ. წონით კატეგორიაში- გაგა გეთიაშვილმა და 34 კგ. წონით კატეგორიაში ემზარ ვარამიშვილმა მოიპოვეს.“

მისივე თქმით, სამივე ძიუდოისტი გასულ წელს გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც სხავადსხვა სინჯის მედლები აიღეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია