შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ატლეტიკო მადრიდის“ პრეზიდენტი გურჯაანის „ალაზანით“ დაინტერესდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2020
გურჯაანის სპორტკომპლექსში შესაძლებელია „ატლეტიკო მადრიდის“ საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს.

როგორც ჩვენთან საუბარში მერის პირველმა მოადგილე, თეიმურაზ ზავრაშვილმა განაცხადა, ამჟამად გუნდის პრეზიდენტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„გურჯაანის საფეხბურთო კლუბის აღორძინების იდეა ჩვენი ტკივილია. გვახსოვს, რომ ის თავის დროზე, საქართველოს პრიზიორი გახდა, თუმცა ამის შემდეგ ყველაზე დაბალ ჯგუფში აღმოვჩნდით. ამჟამად გუნდს ხელფასის მიღების უფლებაც არ აქვს, მხოლოდ შეგვიძლია დავაფინანსოთ მათი მგზავრობა და ფორმები. ეს პრობლემა აწუხებს მერიას და დეპუტატს. ბატონი დავითი იმყოფებოდა ესპანეთში. იქ ჩვენი საელჩოს დახმარებით შეხვდა „ატლეტიკო მადრიდის“ პრეზიდენტს, რომელსაც აუხსნა, რომ არ ვართ ცენტრალური გუნდი და გვიჭირს განვითარება. საუბრის დროს პრეზიდენტის მხრიდან გამოიკვეთა მზადყოფნა, რომ გვერდში დაგვიდგეს. ჯერ ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება დახმარება, შესაძლოა გაკეთდეს საწვრთნელი ბაზა. ამ საკითხებზე ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. “


მისივე თქმით, მომავალში გურჯაანს ეწვევა ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას.
„მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა, მაგრამ როდესაც სპეციალისტები ჩამოვლენ და გუნდზე დაკვირვებას დაიწყებენ, უნდა იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მოხდა სათადარიგო მოედანის რეაბილიტაცია, ოთხი ათას ადამიანზე კეთდება თანამედროვე სავარძლები, მოეწყობა გარე ტუალეტი და საშხაპეები, ეს ყველაფერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კეთდება, თუმცა, გვეხმარებიან მეცენატებიც. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, მას ალბათ თვითონ გააკეთებენ მომავალში. ეს იქნება გურჯაანისთვის დიდი სიახლე.“

მისივე თქმით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია