საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალების განულების ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე გაეშვება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 10 დეკემბერი 2018

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ე.წ. "შავ სიაში" მყოფი მოქალაქეები, რომელთაც ბანკის ვალი აქვთ, დღეს საღამოს ვალების განულების პროგრამაში დარეგისტრირებას შეძლებენ.
მისი თქმით, თითქმის 600 000 ადამიანი შეძლებს, ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდეს.

„განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, ანუ წლის ბოლომდე პერიოდულად მოხდება ჩვენი მოქალაქეების ამოღებოდა ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უვკე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს და ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე - დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი" - განაცხადა პრემიერმა. 



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება
ტელეკომპანია ბორჯომი

ბორჯომში თოვს

ახალი ამბები