საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალაქ გურჯაანში მგელმა ცხვარი დაგლიჯა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 08 იანვარი 2019
გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე მცხოვრები შიუკაშვილების ეზოში მგელმა ცხვარი დაგლიჯა, რამდენიმე დღის წინ კი ტურამ შინაურები ფრინველები შეჭამა.
-„ერთი ცხვარი გვყავდა ეზოში და ისიც დაგლიჯა. ტურები ყოველდღე ჩამოდიან ეზოში, ხან იხვები მიჰყავთ და ხანაც- ქათმები. მტაცებელი ცხოველების მოკვლა არ შეიძლება, ჯარიმაა და აბა რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. ტურები დღისითაც კი მოდიან უბანში, იმდღეს მეზობლის ბიჭს მოსდევდნენ. გამრავლდნენ, ტყეში ვეღარ ეტევიან და აქ გამოდიან. ამას რეგულირება უნდა, გამოყონ მონადირეების ჯგუფი და დახოცონ მტაცებლები, ასე როგორ შეიძლება,ისე მომრავლდნენ, რომ უკვე მოსახლეობას უქმნიან საფრთხეს“-ამბობს ფირუზი შიუკაშვილი.

გურჯაანის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მგლის მოკვლაზე ნებართვის მისაღებად, შესაბამისი მოთხოვნა გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე გადააგზავნა და ახლა შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მტაცებლის მოკვლა, როდესაც ის ადამიანს ან შინაურ ცხოველს ესხმის თავს, დასჯადი არ არის და არ იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას, რადგან არსებობს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება (უკიდურესი აუცილებლობა), რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია