შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 10 იანვარი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.

სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, ფუნქციონირება შეწყვიტა ე.წ. ზამთრის ჯგუფმაც.
„თბილისში სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ჩვენც გრიპის ვირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 15 იანვრის ნაცვლად გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდეს. რაც შეეხება ზამთრის ჯგუფს, მან მხოლოდ ორი დღე: 8 და 9 იანვარს იმუშავა.“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია