შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღის სასამართლომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 30 იანვარი 2019

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჯანმრთელობისა და ტანსაცმლის დაზიანებისათვის დაკავებული 3 ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა არ დააკმაყოფილა.

ინციდენტი სამართალდამცველებსა და ბრალდებულებს შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის სტადიონზე მოხდა.

ბრალდების მტკიცებით, დავით და რობიზონ ყოჩიაშვილები და ირაკლი გლახოშვილი იგინებოდნენ და აგრესიას გამოხატავდნენ, რა დროსაც ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაშლისა და დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რასაც მათი მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა მოჰყვა.

თუმცა საპირისპიროს აცხადებენ დაკავებული ახალგაზრდების ახლობლები. მათი განცხადებით, ახალგაზრდებს ფიზიკურად პოლიციელები თავადვე გაუსწორდნენ.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ ახალგაზრდებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია