შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი პირველი მარტიდან ამოქმედდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30206 
 07 თებერვალი 2019
პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული. ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.


ბიზნესოპერატორებს ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციას უწყების სააგენტოს წარმომადგენლები აცნობენ. მათი თქმით, ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით.




სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია