შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ველისციხის ინცინდენტთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს 3000 ლარი ჯარიმა დაეკისრა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30212 
 08 თებერვალი 2019
დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მისამართით ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო გიორგი ვაშაძე სამართალდამრღვევად სცნო და 3000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.


მოსამართლე დევი დევიძის განმარტებით, ვიდეო მტკიცებულების შესაბამისად, ნიკა მელიას პოლიციელისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გიორგი ვაშაძის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ადვოკატი, ხოლო მოდავე მხარე ნიკა მელიას გამართლებას გაასაჩივრებს.


საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა. ოპოზიციონერებს 16 დეკემბერს, ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.





სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია