შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2018 წლის ანგარიში წარადგინა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30213 
 08 თებერვალი 2019
დღეს ლოპოტაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტმა 2018 წლის მუშაობის ანგარიში შეაჯამა და 2019 წლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


სს,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განმარტებით, კომპანიის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. მისივე თქმით, ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.
„ჩვენ ყოველ წელს ვაჯამებთ ანგარიშს. ამჯერად კახეთში წარვადგინეთ კომპანიის მიღწევების, შესრულებული სამუშაოების, პროექტების თუ აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მცდელობის შესახებ ანგარიში. გვქონდა არაერთი მსხვილი პროექტი საქართველოს მასშტაბით. მოხდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა, ქოლცენტრის და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების ნაწილს ჩაუტარდათ ტრენინგები. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ნაკლოვანებებზეც, ხარვეზებზეც. თუმცა ვფიქრობთ, რომ გეგმაზომიერად გაგრძელებული სამუშაოები უზრუნველყოფს გარანტირებულად უკეთესი მომსახურების ხარისხს კახეთში და მათ შორის, მთელ საქართველოში. ეს ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა.“


გენერალური დირექტორის მოადგილის გივი ჯღარკავას განცხადებით, კომპანიამ დიდი მოცულობითი სამუშაოები გაატარა, როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე აბონენტთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
„განხორციელდა დაახლოებით 20-მდე მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია. მოცულობითი სიახლეები გვქონდა პროგრამული უზრუნველყოფის აბონენტთა მომსახურების მიმართულებითაც. გაუმჯობესებულია ცხელი ხაზის სერვისები. ახალი მომსახურების ცენტრები გაიხსნა საქართველოს მასშტაბით. ყველაფერი ეს აისახა საბოლოო ჯამში ტექნიკურ მაჩვენებელზე. 2019 წელს დაახლოებით 110 მილიონის ინვესტირებას გეგმავს კომპანია საქართველოს მასშტაბით. მოხდება ქსელის რეაბილიტაცია, მისი გაფართოება და გაძლიერება, რადგან აბონენტთა რაოდენობა პერმანენტულად იზრდება. ამ მიმართულებით 2018 წელი რეკორდული იყო. ქსელთან მიერთებული აბონენტების მოცულობა თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა.“


კახეთის ფილიალის დირექტორის ბერდია გოგლოძის თქმით, კახეთში წელს დაახლოებით 12 ათასი აბონენტი გამრიცხველიანდება.
„ეს გულისხმობს ქსელის მთლიანად რეაბილიტაციას, დახურული სადენების გაკეთებას, საყრდენების შეცვლას. ასევე შევდივართ კორპუსებში და სადაც უსაფრთხოებაა დარღვეული, რეაბილიტაციას ვუტარებთ, ასე ეტაპობრივად მივყვებით სამუშაოებს.“


შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა კახეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია