შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს მომსახურების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30216 
 11 თებერვალი 2019
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს სერვისცენტრები 8 თებერვლიდან 1 მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდნენ. 


მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს: ყოველდღე - 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა.


უწყების ინფორმაციით, მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო აღნიშნული კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.


ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია