შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ცენტრში მდებარე მრავალსართულიანი შენობის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37394 
 12 მარტი 2019

თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს მოედანზე მდებარე მრავალსართულიანი შენობის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის ფასადის, ხის აივნების, სვეტების და მოაჯირების შეცვლა ე.წ. კომპოზიტური მასალით, რომელიც ხის თხელი ფირფიტებისგან შედგება.

მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის, ნუგზარ ბაჩიაშვილის თქმით, სამუშაოებისთვის ადგილბრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.

,,აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო გასული წლის ბოლოს. ეს საკმაოდ რთული პროექტია. მისი განხორციელების ვადა არის 9 თვე და სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 280 000 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ამისი აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ ხის ნაწილები ცვიოდა და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს. იცვლება მთლიანად შენობის ფასადი, აივნები, სვეტები, მოაჯირები და ეს რომ დასრულდება, ფასადი მთლიანად გადაიღებება. რაც შეეხება ნარჩენებს, მშენებლობის პროცესი ნაგვის და ნარჩენის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულ ადგილს ვერ ვკეტავთ, რადგან მოქმედი ორგანიზაციებია, საცხოვრებელი სახლია და ცოტა ხანს კიდევ მოუწევთ ამ დისკომფორტში ყოფნა’’, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნუგზარ ბაჩიაშვილმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია