შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლოპოტა რეზორტის ტერიტორიაზე ,,შატო ბუერა’’ გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37401 
 13 მარტი 2019

ლოპოტა რეზორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,შატო ბუერა’’ გაიხსნა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპლექსი თავისი კლასიკური ექსტერიერის დიზაინით იდეალურად შეესაბამება გარემოს, ხოლო თანამედროვე ინტერიერი ქმნის უნიკალურ განსხვავებას ბუნების გარშემო.

მათივე განმარტებით, ის არის გამორჩეული ტურისტული ადგილი მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეღვინეობით. ვენახები სასტუმრო კომპლექსის გარშემო მდებარეობს.

,,ტურისტებს ვთავაზობთ ადგილზე მოყვანილ ბიოპროდუქტებს. ,,შატო ბუერა’’ არის ტურისტული ადგილი მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღვინის ტრადიციებით. ტურისტებს შეუძლიათ ისიამოვნონ შატოს გარშემო განლაგებული ვენახებს ხედით სანამ სასმელს დააგემოვნებენ და გაიარონ ტური ღვინის მარანში, სადაც ნახავენ ღვინის მზადების პროცესს. შატო ბუერა არის ადგილი, სადაც ისიამოვნებთ ადგილზე დამზადებული ბიოპროდუქტებით, ტრადიციული ქართული ღვინითა და კერძებით’’, – აცხადებენ “შატო ბუერას” წარმომადგენლები.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია